“თუ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებაზე იმსჯელებს”

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, თუ საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პარტიას არ ჰყავს იურიდიულად უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი, ცესკო მათი რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ვალერი კვარაცხელიამ რეგისტრაციის გავლის მიზნით ცესკო-ს 16 მაისს მიმართა და გაიარა რეგისტრაცია, როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების საკითხს, ამასთან დაკავშირებით ცესკო-მ გუშინ უკვე მიმართა პოლიტიკურ პარტიებს. მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება საჯარო რეესტრმა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლებს და უფლებამოსილ პირებს, ამასთან დაკავშირებით თუკი საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლაბამოსილი პირის ხელძღვანელობაზე არის უარი, მაშინ ცესკო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან იზორია: ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა სამძებრო სამუშაოები გაგრძელდეს