რომან გოცირიძე: ეს მეანაბრეების, ბანკის კლიენტებისა და აქციონერების რისკის დასაცავად კეთდება

gociridze

”კავკასიის განვითარების ბანკში” საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ კომენტარი  ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისი აზრით, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედვობის სამსახური სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან მას საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია და კარგი გამოცდილება აქვს. ეს მეანაბრეების, ბანკის კლიენტებისა და აქციონერების რისკის დასაცავად კეთდება. პრობლემები არ გამოიყურება სერიოზულად და რაც მთავარია, ეს არავითარ კავშირშია საქართველოს საბანკო სისტემის პრობლემებთან. ეს ნაკარნახევია აზერბაიჯანში, ამ ქართული ბანკის დამფუძნებელი სათაო ბანკის პრობლემების შესაძლო გავლენის თავიდან ასაცილებლად.
გოცირიძე იმედოვნებს, რომ დროებითი ადმინისტრაციის ბანკში ყოფნის აუცილებლობა დიდხანს არ გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს