საჯარო რეესტრმა “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა

სულ რამდენიმე წუთის წინ საჯარო რეესტრმა სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს სტუდია მაესტროს დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით დაარეგისტრირა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესულია კანონიერ ძალაში.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატია“ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან” – ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება