“ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან” – ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება

“თუ ის შემოჭრას გადაწყვეტს, რაც არ მგონია, სათანადო ზომებს მივიღებთ,” – საჯარო რეესტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება ბაია გადაბაძე. მისი თქმით, არ ელოდა, რომ ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს გენერალურ დირექტორად დარეგისტრირება მოხდებოდა.

“ეს არის უკვე ძალიან ღია ბრძოლა ტელევიზიასთან და ძალიან დიდი უკანონობა. სამწუხაროდ, იმდენჯერ გაცრუვდა ჩემი იმედი, რომ როგორც ჩანს, ახალი არაფერი მომხდარა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და შესაბამისად, დაველოდებით ქმედებებს ლევანის, ასევე ცალკე ხელისუფლების მხრიდან, რადგან ეს არ არის მეწილეებს შორის, ეს არის ხელისუფლებას და ტელევიზიას შორის დავა,“ – აცხადებს გადაბაძე.

ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრმა სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა
შემდეგი სტატია“ანა დოლიძე ყველაფერს აკეთებდა, რომ საქართველოს ზიანი მიდგომოდა“- აკაკი მინაშვილი