“მივმართავ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. მე მივმართავ უკიდურეს ზომებს”

gadabadzeeeტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.
როგორც ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს გადაბაძემ განუცხადა, მას აინტერესებს რატომ გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად და რატომ დაეხმარა გია გაჩეჩილაძეს კონკურენტი არხის წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე ფინანსურად.

“ჩემ აქ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება. მივმართავ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. მე მივმართავ უკიდურეს ზომებს. ვიფიცები. ეს ნიშნავს, რომ უკანონო იქნება ყველა გადაწყვეტილება ვინც ჩემს შემდეგ დარეგისტრირდება დირექტორად მაესტროში,”- განაცხადა გადაბაძემ.

გადაბაძის თქმით, მან მიიღო შეთავაზება გაჩეჩილაძებისგან, რომ დარჩენილიყო არხზე, მაგრამ თუ სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების ბერკეტი არ ექნება, მის დარჩენას თანამდებობაზე აზრი აღარ ექნება.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი ”აღმოაჩინა”, ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება”
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი: ცალკეულ ტელევიზიებთან მიმართებაში ხდება ხელისუფლების ინტერესების გამოხატვა