ლევან ბეჟაშვილი: ცალკეულ ტელევიზიებთან მიმართებაში ხდება ხელისუფლების ინტერესების გამოხატვა

ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ განცხადება გააკეთა უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესების გამოხატვა მედიასთან მიმართებაში გახშირდა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში, მიუხედავად დეკლარირებული თავისუფლებისა, მედიასთან მიამართებაში ვხედავთ, რომ ხდება ცალკეულ ტელევიზიებთან მიმართებაში პერიოდულად ხელისუფლების ინტერესების გამოხატვა და ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედებების განხორციელება. ასეთი პროცესები მიმდინარეობდა რუსთავი 2-თან, იმედთან მიმართებაში, დღეს უკვე მაესტროა აქტუალური, მეცხრე არხის ყოფილი თანამშრომლები გადანაწილებული არიან საზოაგდოებრივი არხის კულუარებში“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მივმართავ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. მე მივმართავ უკიდურეს ზომებს”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი გოგი თოფაძის განცხადებას ეხმაურება