“საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი ”აღმოაჩინა”, ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება”

gociridze

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოში „აღმოჩენილ“ ბუნებრივი აირის მარაგებზე „ფეისბუქზე“ წერს.

“საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი ”აღმოაჩინა”, ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, დაადასტურებინოს ან დამაიმედებელი მესიჯები ათქმევინოს და შემდეგ მორიგი რაუნდი დაიწყოს ფულის შეგროვების.
ერთხელ უკვე გაამართლა მსგავსმა ხერხმა ამ 15 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძე მიიყვანეს ტარიბანის საბადოსთან და ჭიქით ”დაალევინეს” ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს ჩაადებინა ფული შემდგომ სამუშაოებში.
სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად!
ჯერჯერობით, ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში არაა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ციტატის სახით შეიძლება გაავრცელონ აქციონერების მოსატყუებლად. თუმცა ზოგიერთი ტელევიზიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს ალბათ სადმე გამოიყენებენ. ჩვენ რას ვკარგავთ, იტყვიან ხოლმე. რეპუტაციას!”,- წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელები ფულად ანაზღაურებას მიიღებენ
შემდეგი სტატია“მივმართავ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. მე მივმართავ უკიდურეს ზომებს”