„საიას” თავმჯდომარე: კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა

„ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე, რადგან ამის გარეშე ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რაც კრიზისიდან გამოსასვლელადაა საჭირო“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილმა, დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სიმონიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ შეიძლება იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრებები ბატონ დანიელსონს და მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ შეიძლება ამ რეფორმების განხორციელება, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისის დასრულებამდე მიგვიყვანს. ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დააახლოონ პოზიციები და იყოს საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე, რადგან ამის გარეშე ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რაც კრიზისიდან გამოსასვლელადაა საჭირო, – ამბობს სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგაური: პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება
შემდეგი სტატიადანიელსონი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია