დანიელსონი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია

“კომპრომისი დემოკრატია და ევროპული გზაა”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წამომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, პოლიტიკოსებთან ხვალინდელ შეხვედრამდე, დღეს, მთელი დღის განმავლობაში, მოსამზადებელ შეხვედრებს მართავდა.

„ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციასთან მქონდა კონსულტაციები, რომლებიც ჩართულები არიან საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ინსტიტუციები მოიცავდა, როგორც პრეზიდენტ მიშელს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას. ევროკავშირი აქტიურად ჩართულია, იმაში, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში. კრიზისზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც საქართველოში განხორციელდა იყო, ამ საკითხების კარგად გაცნობა. ყველა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესებში იყო ჩართული კარგად იციან მეორე მხარის აზრები. ასევე კარგად იციან, რისი გაკეთებაა საჭირო, იმისთვის, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. მათ უნდა ნახონ კომპრომისი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამაში დახმარება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მე მინდა ვთქვა, რომ ახლა გამბედაობის და კომპრომისის დროა, კომპრომისი არაა სისუსიტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომპრომისი დემოკრატიაა და კომპრომისი ევროპული გზაა“, – განაცხადა დანიელსონმა.

banner
წინა სტატიაში„საიას” თავმჯდომარე: კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა
შემდეგი სტატიაკვარაცხელიას გოლით საქართველომ ესპანეთს პირველი ტაიმი მოუგო