გიგაური: პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება

“პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება”, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს”-ს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიგაურის თქმით, შეხვედრაზე პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმებიც განიხილეს.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად ღრმა კრიზისშია ქვეყანა და მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა და ვთქვით, რომ აუცილებელია კომპრომისის მიღწევა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან არ მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები და იმას, რომ ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი პარტიის ხელში“, – ამბობს გიგაური.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„საიას” თავმჯდომარე: კომპრომისების გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა