საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

სააგენტო ზალკალიანის უწყებისგან დაინტერესდა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდება თუ არა კიევში მდებარე საქართველოს საელჩოს მუშაობა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.

„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,“- აღნიშნეს უწყებაში.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ
შემდეგი სტატიათურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს