თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

„ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს და ასევე წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თვალსაჩინო დარღვევას“, – აცხადებენ თურქეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ
შემდეგი სტატიაავსტრალიის პრემიერ-მინისტრი: განცხადება, რომ რუსეთის ძალები მშვიდობისმყოფელები არიან, სისულელეა