საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, დეპუტატი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა.

გასულ ღამეს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ელისაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატს დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ნეკნის მოტეხილობა.

თავად ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ მასზე საპატრულოს ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მითითებით იძალადა. საგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა – გამოძიება დაიწყო

banner
წინა სტატიაშიეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
შემდეგი სტატიაეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება – თინა ბოკუჩავა ელისაშვილზე