ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველის მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.

“შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშიდაზომბებული უტვინოები არიან, რომელთა აბსოლუტურ ნაწილს საკუთარი აზრი არ გააჩნია – სამხარაძე აქციის მონაწილეებზე
შემდეგი სტატიასაგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა