ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება – თინა ბოკუჩავა ელისაშვილზე

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის ცემასთან დაკავშირებით დგანაცხადა.

“ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონს და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და ამ შემთხვევაში პოლიციას ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებომ ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ