საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ ბათუმში მდებარე ხორცის ნახევარფაბრიკატების საწარმოებში, ფალსიფიცირებულ – თვისობრიობა შეცვლილ ხორცპროდუქტებს (კოტლეტი, გუფთა, ხინკალი) აწარმოებდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტების შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს – მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილის და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 1-დან 3 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო უმრავლესობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე – ვოლსკი ბესელიასა და მისი მხარდამჭერების გუნდიდან შესაძლო წასვლაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: მთელ ჩემს ენერგიას ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი