მამუკა ხაზარაძე: მთელ ჩემს ენერგიას ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი

“მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა”,-ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ამასთან, ხაზარაძე სამშაბათს პარლამენტში მივა და თიბისი ბანკის საქმის დეტალებზე ისაუბრებს:

“სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.
ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში”,-აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ “თიბისი” ბანკი დატოვა

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაუგულავა ხაზარაძის გადადგომაზე: სხვა არჩევანი არც ჰქონდა, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში