უმრავლესობა შესაძლოა დღეს რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. მიუხედავად ამისა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. იმავდროულად არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგონ.
“ვისაც სურვილი აქვს გასვლის, გავა. საკონსტიტუციო უმრავლესობას შეიძლება დაემუქროს საფრთხე 117 ხმა არის საჭირო და შეიძლება შემცირდეს, თუმცა ამაში დიდი ტრაგედია არაფერი”-ამბობს უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
მათი შეფასებით თითოეული წევრი მნიშვნელოვანია, თუმცა გადაწყვეტილებას ყველა იღებს ინდივიდუალურად და პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე.
„გუნდიდან ნებისმიერი ადამიანის წასვლა დანაკლისია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წასვლა არავის მოუხდეს, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ როდესაც გუნდის წევრად მოისაზრებ თავს ეს იმას ნიშნავს, რომ შენც გაქვს ვალდებულებები გუნდის წინაშე. თუ გუნდის პოზიცია საკუთარ პოზიციას იმდენად აღარ შეესაბამება, რა თქმა უნდა გუნდის თითოეული წევრი არის თავისუფალი მიიღოს პირადი გადაწყვეტილება,“-აცხადებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.