საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მასშტაბით გამოავლინა ხუთი აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

„5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში აცრილებსა და კოვიდგადატანილებს პრივილეგია მიანიჭეს
შემდეგი სტატიაევროკავშირის ენერგოგაერთიანება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთვება