გერმანიაში აცრილებსა და კოვიდგადატანილებს პრივილეგია მიანიჭეს

გერმანიის ბუნდესტაგმა 6 მაისს ქვეყნის მთავრობის დადგენილებას მხარი დაუჭირა მათი უფლებების გაფართოვებაზე, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთეს ან კორონავირუსი გადაიტანეს.

კერძოდ, ამ პირებზე კომენდანტის საათის აკრძალვა, შეზღუდვები მოიხსნება, მათთვის მაღაზიებში, სილამაზის სალონებსა და მუზეუმებში შესასვლელი ექსპრეს-ტესტების გაკეთება საჭირო არ იქნება -ამის შესახებ  “დოიჩე ველე” წერს.

ამავე დროს, ნიღბის ტარებისა და 1-2 მეტრი დისტანციის დაცვის ვალდებულება ძალაში დარჩება. დოკუმენტი გერმანიის მთავრობამ 4 მაისს მიიღო. ახლა ის ფედერალური მიწების ხელმძღვანელებმა უნდა მოიწონონ. კენჭისყრა 7 მაისს არის დაგეგმილი. თუკი მას მიიღებენ, ცვლილებები ძალაში 9 მაისიდან ამოქმედდება.

გერმანიაში პირველი დოზა ვაქცინა მოახლეობის 30%-ზე ოდნავ მეტს აქვს გაკეთებული.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუკრაინამ, აშშ-მ და ნატომ თქვეს, რომ დონბასთან ათობით ათასი რუსი სამხედრო დგას
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავა