ევროკავშირის ენერგოგაერთიანება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთვება

კიდევ ერთი მედიატორი საქართველოში ევროკავშირიდან – “ნამახვანეჰსთან” დაკავშირებით დავის მოსაგვარელბად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე საკითხის განხილვაში ერთვება.

“ჩვენ ველით, რომ ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა ვიპოვოთ გამოსავალი. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია, მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას”, – აღნიშნა დრიკ ბუშლემ.

შუამავლობის პროცესში ბუშელს მხარს დაუჭერს გარემოს დაცვის ექსპერტი ალექსანდრა ბუჯაროშკა.

“ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებას ჩართვა საქართველოს მთავრობამ სთხოვა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავა
შემდეგი სტატია„მოდერნას“​ მიერ შექმნილმა „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ მოზარდებში 96-პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა