საგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ „ინტერმედია პლუსში“ – პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

region
ავტ.: region აგვისტო 9, 2019 14:45

საგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ „ინტერმედია პლუსში“ – პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

საგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ „ინტერმედია პლუსში“ – პროკურატურა განმარტებებს აკეთებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა განაცხადა, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სამაუწყებლო კომპანიაში რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში, „ინტერ მედია პლიუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.

„ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2“-ზე რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.

“ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად.

“როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება ასევე აქტიურად სწავლობს „ინტერ მედია პლიუსის“ და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სხვა კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

“ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით,“ – განაცხადა პროკურორმა.

საგამოძიებო უწყებამ დღეს ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

region
ავტ.: region აგვისტო 9, 2019 14:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,287
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics