“ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცისაც. პირადად. გპირდები” – გვარამიას პასუხი პროკურატურას და მიმართვა ივანიშვილს

“რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, პროკურატურის მიერ მისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

გვარამია შეფასებას სოციალურ ქსელში აკეთებს და წერს:

“აი მთლად ასეთ სამარცხვინოობას ნამდვილად არ ველოდი. ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტუა ინტერმედიაშიბდა ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?

ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითელი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგიტ…ვ ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცისაც. პირადად. გპირდები,”-წერს გვარამია.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ „ინტერმედია პლუსში“ – პროკურატურა განმარტებებს აკეთებს
შემდეგი სტატიაეს არის პოლიტიკური ტერორი – გოცირიძე გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე