„თიბისი რისერჩი“ – ივლისში ტურიზმის სექტორის შემოსავალი დაახლოებით 20 მილიონი დოლარით შემცირდა

ანალიტიკური კომპანიის „თიბისი რისერჩის“ შეფასებით, ივლისში ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი მცირედით შემცირდა.

ანალიტიკური კომპანიის გათვლებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, შემოსავლის კლებამ 0-დან 5 პროცენტამდე შეადგინა, რაც თანხობრივად 20 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ამასთან, „თიბისი რისერჩში“ მიუთითებენ, რომ იგივე მოცულობის თანხის ლარში გადაყვანით კი, შემოსავლის ზრდამ 11-დან 17 პროცენტამდე შეადგინა.

კომპანია ვარაუდობს, რომ შემდეგ 12 თვეში ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავალი შესაძლოა, დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდოს და მიუთითებს, რომ მოსკოვის ავიასანქციების გარეშე შემოსავალი გაცილებით მაღალი ტემპით გაიზრდებოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 6.4 პროცენტით შემცირდა, თუმცა ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების ჯამური რაოდენობა გაიზარდა. ამასთან, უწყების გათვლებით, ივლისში ტურიზმის სექტორს რუსი ვიზიტორების შემცირების გამო 44.3 მილიონი დოლარი დააკლდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო მოქმედებები „რუსთავი 2-ის“ კონტრაქტორ „ინტერმედია პლუსში“ – პროკურატურა განმარტებებს აკეთებს