საგამოძიებო კომისიას უწევს ახსნა-განმარტების მიღება არასრულწლოვნებისგან – აბესაძე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებს. ამ წუთებში კომისიის წევრები ერთ-ერთ მათგანს უსმენენ.
დღეს კი კითხვებს სულ სამი მოზარდი უპასუხებს, მათ შორის არის მირზა სუბელიანის შვილის ახლო მეგობარიც. 2 არასრუწლოვანი 51-ე სკოლელია, კიდევ ერთი კი პირველი ექსპერიმენტულ სკოლის მოსწავლეა.
სამივე მათგანი უშუალოდ იმყოფებოდა სისხლიანი გარჩევის ადგილზე და უშუალოდ შეესწრო კონფლიქტს.
„დღეს საგამოძიებო კომისიას უწევს ახსნა-განმარტების მიღება არასრულწლოვნებისგან, რომლებმაც მნიშვნელოვანი დეტალები იციან მომხდარის შესახებ, მაგრამ თავის დროზე შსს-მ არ დაკითხა და მეორე, არსებობენ არასრულწლოვნები, რომლებიც შსს-მ დაკითხა, მაგრამ სწორედ საგამოძიებო მოქმედებების არასრულყოფილად, არათანმიმდევრულად წარმართვის გამო, რის მაგალითებიც საზოგადოებამ არაერთი ნახა, ამ არასრულწლოვნებისგან შსს-მ ვერ მოახერხა საქმის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალების მიღება და დღეს ისინი იხსენებენ და საუბრობენ ამ დეტალების შესახებ,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“ – გრიგოლ ვაშაძე რუხის მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიატერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი დღეს დუმილს დაარღვევს