ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი დღეს დუმილს დაარღვევს

საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული 6 პირის საქმის განხილვა იწყება. ბრალდებულები დღეს მოსამართლის წინაშე ბოლო სიტყვით წარდგებიან და არაა გამორიცხული, განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.

სასამართლოზე დღეს დუმილს დაარღვევს შოაიფ ბორზიევი და ისაუბრებს, თუ რატომ მოუწია მას ჩეჩნეთიდან წამოსვლა და რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ ის შესაძლოა იყოს ტერორისტული ორგანიზაციის წევრი.

ადვოკატები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან. უფლებადამცველების თქმით, საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

„თუ გორნაკაშვილის ჩვენებას გავყვებით, რომელიც ამბობს, რომ იდოიძემ მოატყუა, გადაიყვანა მისი მანქანა და ამ მანქანით გადაიყვანა ჩატაევი, თუკი ბრალდების მხარის პოზიციას და ვერსიას გავყვებით, ამ შემთხვევაშიც კი, მოსამართლემ უნდა გამოიტანოს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი,“ – განაცხადა ადვოკატმა, დავით მოდებაძემ.

ადვოკატი, ინგა ბოლოთაური აცხადებს, რომ თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს გამოიკვეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც მიუთითებს სპეცსამსახურების, მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე,“ – განაცხადა ბოლოთაურმა.

ბრალდების მხარე კი წარდგენილი ნივთმტკიცებულებების და წაყენებული ბრალის უტყუარობაში დარწმუნებულია.

გასულ წელს პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 6 პირი დააკავეს, რომელთაგან 2-ს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, 4-ს კი ტერორისტების დახმარება და ხელშეწყობა. ამ ბრალდებით კიდევ 2 ადამიანია დაკავებული, თუმცა მათი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიას უწევს ახსნა-განმარტების მიღება არასრულწლოვნებისგან – აბესაძე
შემდეგი სტატიარამდენიმე პოლიციელი დამესხა თავს, მაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა – დაცვის პოლიციის თანამშრომლის პირველი კომენტარი