“საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“ – გრიგოლ ვაშაძე რუხის მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია”-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ.

ისინი, ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა სოციალური საკითხები და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გამარჯვებისთანავე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებას და ყველა რესურსს მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.

„დეპუტატების 99% ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია და მორალური უფლება იყოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანში და მით უმეტეს იყოს დაკავებული მთავრობის შედგენა-დამტკიცებით დაკარგული აქვს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქართველი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის დღევანდელი მდგომარეობა, ამის გამოხატვა შეიძლება სამი სიტყვით: საქართველოს მოქალაქეს შია, საქართველოს მოქალაქე განწყობილია პროტესტის გრძნობით და საქართველოს მოქალაქეს ყელში ამოუვიდა დღევანდელი ხელისუფლება“ -აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიპროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისიას უწევს ახსნა-განმარტების მიღება არასრულწლოვნებისგან – აბესაძე