საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვიდება ოქტომბრის არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება – გიგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი, ოქტომბრის არჩევნებისათვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლას ეხმაურება.
გიგი წერეთლის თქმით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ბევრი საერთშორისო ორგანიზაციაა მზად, რომ გამოგზავნოს დამკვირვებლები ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში. წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გულისყურით დააკვირდება არჩევნებს და არავის ეპატიება მისი სტანდარტების მიღმა ჩატარება, დარღვევები და ფალსიფიკაცია.
„31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა და მისასალმებელია, რომ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს და გამოთქვამს სურვილს,რომ ჩამოვიდეს. არ არის ეს მარტივი, დღეს ბევრი შეზღუდვაა, მათ შორის საქართველოშიც ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გასათვლასიწინებელია ყველაფერი, მაგრამ იქნება ეს ეუთო, თუ საერთაშორო რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება და ასევე სხვა ორგანიზაციებიც, აუცილებლად გამოგზავნიან დამკვირვებლებს. ეუთო მზადაა რამდენიმე ასეული დამკვირვებელი გამოგზავნოს და ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ბუნებრივია ცალკეული ქვეყნებიც და ლიდერებიც, გულისყურით დააკვიდებიან საქართველოში არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება, დარღვევები, ფალსიფიკაცია და ა.შ. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტით და ეს განსაზღვრავს შემდგოში როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ, ხშირად არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო განმატებების გაკეთება -ზურაბ ჭიაბერაშვილი