ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ, ხშირად არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო განმატებების გაკეთება -ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობა განახევრებული იყო წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულების რაოდენობა გაზრდილია. ჭიაბერაშვილის თქმით, ეს აჩენს ეჭვს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ის საკმაოდ მასშტაბურია. ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.
„დღეს ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრებულია. რაღაც მომეტში ეს რაოდენობა 12 000 -13 000 იყო, ხოლო დღევანდელი ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პრაქტიკულად მივიღეთ ჩატარებული 5000-ზე ოდნავ მეტი ტესტიდან.
ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს უფრო მეტი ახსნა-განმარტება, თუ უფრო ნაკლები ტესტიდან მეტი ინფიცირებულთა რაოდენობა ამოდის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეპიდემიის გავრცელება სინამდვილეში უფრო მასშტაბურია და რომ ჩაგვეტარებინა ისევ 11-12-13 000 ტესტი, დაფიქსირდებოდა უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევა.
ამიტომ, ამაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტი განმარტება და დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.
ვირუსისის გავრცელებას აქვს თავისი მატემატიკური ლოგიკა და საზოგადოებაში ეს კითხვები ჩნდება ჩატარებულიო ტესტების და იქიდან მიღებული დადებითი პასუხების რაოდენობასთან დაკავშირებით.ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ, არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო ამ განმატებების გაკეთება.“ -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვიდება ოქტომბრის არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიადაცვის პოლიციამ მიუხედავად მათი ვალდებულებისა, არ გამოიძახეს ფილიალის მმართველი და არ მოითხოვეს საცავის გახსნა