სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა. სხდომას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში სადეზინფექციო საშუალებებით თავშეყრის ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასწავლო დაწესებულებებისა და სავაჭრო ობიექტების დამუშავების მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილია ინფიცირებულების 70-ზე მეტი კონტაქტი. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფეციით 25 ადამიანი მკურნალობს. მარტის თვიდან კორონავისრუსზე სულ რეგიონში გაიტესტა 27 ათასზე მეტი მოქალაქე, აქედან 74 ადგილობრივს გამოუვლინდა ინფექცია.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის
შემდეგი სტატიასაერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვიდება ოქტომბრის არჩევნებს და ნამდვილად, არავის არ ეპატიება ამ არჩევნების სტანდარტების მიღმა ჩატარება – გიგი წერეთელი