საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგით, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა – ბახტაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2019 10:33

საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგით, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა – ბახტაძე

საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგის თანახმად, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს დასტურია, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწორი მიმართულებით ვითარება.

„საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა. საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ჩვენ შევძლებთ მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს უკვე ნაკლები რისკები და ეს აისახება იამზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო გაიაფდება,“ – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესების გამო საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობა გაიზრდება, რაც ასევე, დადებითად აისახება ეკონომიკაზე.

„პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის დაძლევაზე – სიღარიბის დაძლევაზე,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ იმ გარემოებებზე ისაუბრა, რამაც ეკონომიკური სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესება გამოიწვია. პრემიერის თქმით, აღნიშნული ლარიზაციის სწორმა სტრატეგიამ და ხელისუფლების პოლიტიკამ განაპირობა.

„ჩვენ შევძელით ის, რომ შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს არის ისტორიული პრობლემა ჩვენი ეკონომიკის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად, სწორად იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, რომ ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავს საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ის თავის ტექსტში ახსენებს გახლავთ ის, რომ შარშან წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ,“ – ამბობს ბახტაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 25, 2019 10:33

Google სტატისტიკა


3,801
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics