დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – გედევან ფოფხაძე დღეს განცხადებას გააკეთებს

ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში – სავარუდოდ მიმდინარე კვრიას გადაწყდება თუ როგორ მოხდება ძალთა ბალანსის გადანაწილება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მმართველი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს გედევან ფოფხაძეც.

ეკა ბესელიასთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა:

“ვითანამშრომლებ რიგ საკითხებზე იმ დეპუტატებთან, რომლებმაც დატოვეს დატოვეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობა. განსაკუთრებით იმ მაგალითად, სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს.

მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით იყო შეხვედრა. ამიტომ ვიცი ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამ კრიტერიუმებს გავეცანი, მაგრამ ის პირველადი ვარიანტი რაც არის, მგონი ძირეულად არ უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანის საქმე – განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-ის რეიტინგით, საქართველომ ეკონომიკური სარეიტინგო პოზიცია გაიუმჯობესა – ბახტაძე