საერთაშორისო დანაშაულებრივი ბანდა დაიჭირეს

ლიეტუვაში ევროპოლმა საერთაშორისო შეიარაღებული დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა. ევროპოლი ოპერაციას, რომლისთვისაც სამი წელი ემზადებოდა, ევროპის ისტორიაში უმსხვილესს უწოდებს – ადგილობრივი Delfi წერს. ოპერაციაში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა – ლიეტუვა, პოლონეთი, ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი. ოპერაციის შედეგად 22 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება აიყვანეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კაუნასელი დეიმანტას ბუგავიჩუსის მკვლელობაში, იარაღისა და ნარკოტიკის კონტრაბანდაში, ასევე, ფულის გათეთრებაში.
დაკავებულთა შორის არიან ლიეტუვას მოქალაქეები. ოპერაციის ფარგლებში 40 ადგილას ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებულია 8 მილიონი ევრო, ოქროს ზოდები, ბრილიანტები, ძვირადღირებული მანქანები.
ევროპოლის ინფორმაციით, დაჯგუფებას ნარკოტიკები და სიგარეტი ბრიტანეთში გადაჰქონდა, არაკანონიერად გამომუშავებულ თანხას კი პოლონეთში ათეთრებდა, რომელსაც ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში აბანდებდა.
დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიაჩაწყობილის თამაშების საქმე – მოსამართლემ 11 ფეხბურთელიდან 4-ს პატიმრობა შეუფარდა, დანარჩენებს კი 10 000 ლარიანი გირაო