საერთაშორისო დამკვირვებელი ოლენა იურკინა – საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო შესრულებული

საარჩევნო პროცესი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. რაც შეეხება ატმოსფეროს, ის გახლდათ მშვიდი, იყო არაკონფლიქტური გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „სოციალ პოლიტიკური პროექტების ინსტიტუტი დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინამ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც ჩემა კოლეგებმა აღნიშნეს, მეც მსურს აღვნიშნო, რომ საარჩევნო პროცესის ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული. რაც შეეხება ატმოსფეროს, ის გახლდათ მშვიდი, იყო არაკონფლიქტური გარემო. საარჩევნო უბნებზე არ იყო დაწერილი საჩივრები ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, რომლებიც მოდიოდა იმ ადამიანებისგან, ვინც სახლში მისცეს ხმა საარჩევნო უბნის მიღმა, რაც ამ საცვარს უკვე ახსნა-განმარტებასაც უკეთებს. აგრეთვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში როგორც ამომრჩევლების, ასევე საარჩევნო კომისიების წევრების რანგშიც. ეს არჩევნები გამოირჩევა მთელი რიგი ინოვაციების და სიახლეების დანერგვით – ამ არჩევნებში პირველად მოხდა ისეთი ფაქტორების და ელემენტების გამოყენება, როგორიც გახლავთ ვიდეოჩანაწერების გაკეთება ხმების დათვლის პროცესში. აგრეთვე მხედველობადაქვეითებულთათვის სპეციალური წამკითხველების გამოყენებას, რათა მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ. იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული ზომები თავის წვლილს შეიტანს არჩევნების ლეგიტიმურობის პროცესში“, – განაცხადა იურკინამ.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო დამკვირვებელი – შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არჩევნებზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება
შემდეგი სტატიაცესკო – ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა