საერთაშორისო დამკვირვებელი – შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არჩევნებზე არანაირი ზეგავლენა არ ექნება

შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება არჩევნებზე, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „პოლიტიკურ კონსულტანტთა ევროპული ასოციაციის“ წარმომადგენელმა, რეინის ტოჩელოვსკისმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ დავაკვირდით რამდენიმე საარჩევნო უბანს. ზოგადი სიტუაცია გახლდათ წყნარი და მშვიდი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კომისიის წევრები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული. ასევე, კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები და ზომები სათანადოდ იყო აღსრულებული. აგრეთვე, არანაირი დარღვევები არ იყო დაფიქსირებული და არც ოფიციალური საჩივრები იყო წარდგენილი. რაც შეეხება გარე რიგებს, რიგში მყოფ მომლოდინე ამომრჩევლებს, ისინიც კარგად იყვნენ ორგანიზებული. შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები და წესები სათანადოდ იყო აღსრულებული.

აგრეთვე ჩვენ შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება არჩევნებზე. იმ ადამიანების კომენტარებიდან, ვისაც ვესაუბრეთ, გამოჩნდა, რომ პროცესი იყო გამართული“, – განაცხადა რეინის ტოჩელოვსკისმა.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი – ვულოცავ ეგზიტ-პოლის შედეგებს ნაცებს და ქოცებს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო დამკვირვებელი ოლენა იურკინა – საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო შესრულებული