ცესკო – ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 1 815 776 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51.92%-ია.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:

თბილისი – 49.1%
აჭარა – 56.4%
გურია – 60.2%
იმერეთი – 52.8%
კახეთი – 53.7%
მცხეთა-მთიანეთი – 54.2%
რაჭა-ლეჩხუმი – 63.5%
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 52.8%
სამცხე-ჯავახეთი – 57.3%
ქვემო ქართლი – 47%
შიდა ქართლი – 51.3%

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო დამკვირვებელი ოლენა იურკინა – საარჩევნო პროცესი მაღალ დონეზე იყო შესრულებული
შემდეგი სტატიაიურკინა – საარჩევნო პროცესები გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული