სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება უნდა იყოს დარეგულირებული – კალაძის მორიგი დავალება

თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობა დაავალა. კალაძემ ქალაქში საცობების პრობლემაზე ისაუბრა:
„რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩაინიშნოს შეხვედრა და ანალოგიურად დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ დღის განმავლობაში იყოს კონკრეტულ საათები, როდესაც მათ ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს რა თქმა უნდა, არის კომპლექსური პრობლემა და ამას სჭირდება მასშტაბური მიდგომები, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას ეხება, იგივე ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების სწორად მოძრაობას და სადისტრიბუციო კომპანიების გადაადგილებას, უნდა იყოს დარეგულირებული და ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ საცობებთან დაკავშირებით გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებები, რომ საცობების პრობლემა ქალაქში იქნეს მოგვარებული. ამიტომ ჩემი თხოვნაა, შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაში“ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პატივისცემა”
შემდეგი სტატიაშსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დეპარტამენტი იქმნება