“ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პატივისცემა”

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებების პიეტეტი, პატივისცემა, ამიტომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ კარგად გვესმის, ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის პიროვნებების პიეტეტი, პატივისცემა, ამიტომ ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიყვითელი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ
შემდეგი სტატიასადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება უნდა იყოს დარეგულირებული – კალაძის მორიგი დავალება