„სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს… მზის სხივი დაუჩრდილა“ – რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქობულიამ ივანიშვილს მზის სხივი დაუჩრდილა და ამიტომაც მოხსნეს.

„მინისტრები ივანიშვილის ხელში არიან ბუტაფორიები, ამიტომ ბუტაფორიებს გადაადგილებ თუ გადმოადგილებ, არაფერი იცვლება, მაგრამ ხანდახან ბუტაფორიაც კი უშლის ხელს რაღაცას, რადგან მზიან ადგილას რომ დადგა, შეიძლება, მზის სხივი დაგიჩრდილოს. როგორც ჩანს, სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს, როგორც ამბობენ, ის არ ასრულებდა ყველა მის დავალებას, განსხვავებით სხვა მინისტრებისგან, რომლებიც ადგილზე დატოვა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა ფინანსთა სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტრო მაინც მეორეხარისხოვანია თავის ფუნქციიდან გამომდინარე. სამი ახალი დანიშნული მინისტრიდან ორი დატოვა, ერთი – გაუშვა. იმის გაფორმება, რომ ეკონომიკაში ცუდად არის საქმე, ეს არ არის მხოლოდ ერთ მინისტრზე დამოკიდებული. ეს არის ივანიშვილის მმართველობის შედეგი“,- ამბობს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმანუჩარ ჩხეტიას 1500 ლარის გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იმედი მაქვს, დანაშაული მალე გაიხსნება