მანუჩარ ჩხეტიას 1500 ლარის გადახდა დაეკისრა

ნარაზენის ინციდენტისას დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.მას 1500 ლარის გადახდა მოუწევს. ჩხეტია სასამართლოზე ადვოკატთან ერთად მივიდა. დღეს სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ყოფილ პოლიციელს ბრალი 166-ე და 173- ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ითვალისწინებს. მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ის არის უდანაშაულო და ეს დაკავება იყო მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური მოტივით „ არანაირი დანაშაული არ მქონია, არავისთვის არ გამიწევია წინააღმდეგობა, პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია პირადად ახორციელებდა ჩემს დაკავებას“- აცხადებდა ჩხეტია 12 აპრილს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. შემთხვევა ნარაზენში 11 აპრილს, მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საარჩევნო შეხვედრას მართავდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : გიორგი ქობულია გარკვეულ კლანურ და კორუფციულ ინტერესებს შეეწირა
შემდეგი სტატია„სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს… მზის სხივი დაუჩრდილა“ – რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზე