ნათია მეზვრიშვილი : ვარკეთილში მომხდარი შემთხვევის ადგილზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და იმედი მაქვს, დანაშაული მალე გაიხსნება

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დარწმუნებულია, რომ ვარკეთილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი, ისე როგორც სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები, მალე გაიხსნება.

როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე პოლიცია ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

“სამწუხაროდ, ყაჩაღობის ფაქტი მოხდა ვარკეთილში. ადგილზე ინტენსიურად მუშაობს პოლიცია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულის გახსნა ძალიან მალე მოხდება, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პილიცია საკმაოდ ეფექტური და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ყაჩაღობისა და მსგავსი დანაშაულების გახშირებას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს სტატისტიკურად დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია.

“მას შემდეგ, რაც ჩვენ აღრიცხვიანობა გავაუმჯობესეთ და გარკვეული წინსვლები ამ მიმართულებით გვაქვს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია”, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაში„სადღაც გადაურბინა ქობულიამ ივანიშვილს… მზის სხივი დაუჩრდილა“ – რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის გადაყენებაზე
შემდეგი სტატიაესტონეთის პრეზიდენტი : საქართველოში ახალი პრეზიდენტია და პუტინთან განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით