სად იტალია და სად სირიაში დაღუპული რუსი სამხედრო?! (ვიდეო)

ცნობილი გამოთქმის არ იყოს… სად იტალია და სად სირიაში დაღუპული რუსი სამხედრო?!
6 აგვისტოს, პროპუტინული რუსული მედიის ყველა საშუალებამ, მსოფლიოს ,,ძალიან მნიშვნელოვანი,, მოვლენის შესახებ ამცნო.
,,იტალიის ქალაქ ვალი-სოტოს (Vagli Sotto)მერიამ, 2016 წელს სირიაში დაღუპულ რუს ოფიცერს ალექსნდრ პროხორენკოს, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის სიმბოლოს – ძეგლი აუგო,,
მკითხველს (რუსსაც და სხვა ეროვნების მოქალაქესაც), შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა.რა კავშირშია ასადის რეჟიმის მხარდამხარ მებრძოლი რუსული არმიის ოფიცერი, ამავე რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ნატოს კოალიციის წევრ ქვეყანა იტალიასთან და მის ერთ-ერთ ქალაქთან?
პასუხი მარტივია – არანაირი! თუ არ გავითვალისწინებთ რუსულ ფულს, რომელსაც ეს ქვეყანა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად, ხშირად ალოგიკურად მაგრამ ბლომად ხარჯავს… რუსული ფულის ამღები ხარბი ჩინოვნიკები კი, თქვენ წარმოიდგინეთ იტალიის მიყრუებულ სოფლებშიც მოიძებნენიან.
დავიწყოთ იქიდან, რომ რუსული მედიის მიერ ხმამაღლა გაცხადებული ,,ქალაქი ვალი-სოტო და მისი მერია,, სხვა არაფერია, თუ არა ტოსკანას პროვინციაში მდებარე, 939 მაცხოვრებლისგან შემდგარი ერთი პატარა სოფელი, მესამე დონის ადმინისტრაციული ერთეული – კომუნა, რომლის ხელმძღვანელსაც, დიდი ქალაქების ხელმძღვანელთა მსგავსად – მერი ეწოდება.
სწორედ რომ პატარა სოფელს და მის მმართველს დაახარჯა რუსეთის ხელისუფლებამ უამრავი ფული, იმისათვის, რომ მისი ჯარისკაცის ძეგლი სოფლის განაპირა ტყეში, 20 ადგილობრივი მოსახლის თანდასწრებით, რუსული ჰიმნის, დროშის თანხლებით გაეხსნა და მსოფლიოსთვის ხმამაღლა ემცნო ,,რუსი ჯარისკაცის ძეგლი იტალიაში აღიმართა,,

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

 

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ – პოლონელი დეპუტატი
შემდეგი სტატიაჯოხარ დუდაევის წინასწარმეტყველება (ვიდეო)