საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა ექსპლუატაციაში არ იყო შესული

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლის თქმით, ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ.

„ჩემი ინფორმაციით, ექსპლუატაციაში, არ იყო შესული. თუმცა, ამას მერიის შესაბამისი სამსახური ზუსტად გეტყვით,“ – განაცხადა ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელმა.

მისივე განცხადებით, ყველა მოქალაქე, ვისაც გასათევი არ ჰქონდა, სასტუმროში გადანაწილდა.

„ადამიანები, ვისაც არ ჰქონდათ ღამის გასათევი და სჭირდებოდათ მოთავსება, გამგეობამ გადაიყვანა ორ სხვადასხვა სასტუმროში, ეს არის 31 ადამიანი ამ წუთის მონაცემით, წუხელ სასტუმროებში იყვნენ და ვიდრე ბინებით არ დაკმაყოფილდებიან ან ბინებში არ შევლენ, გამგეობა იზრუნებს მათ დაბინავებაზე,“ – განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო ორგანოები სწრაფად გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს – აფეთქება დიდ დიღომში