შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე
მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების გამო, 17
იანვრიდან თებერვლის ბოლომდე, აღნიშნულ ქუჩასა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე
სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ
შემდეგი მიმართულებით:

• მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს
ჩიტაძის ქუჩაზე;
• ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება –
ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით.
გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების
ქუჩით ისარგებლებენ;
• გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ
ამაღლების ქუჩის მიმართულებით;
• ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის
გავლით;
• გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების
ქუჩით, სასურველი მიმართულებით.
აღნიშნულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის
თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს
შემდეგი სტატიასაცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა ექსპლუატაციაში არ იყო შესული