საჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პროდუქტები გადასცეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პირველადი მოხმარების სურსათი სახლებში მიუტანეს.

ხელმძღვანელი პირები თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.

“ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს, დაეხმაროს მათ, ვისაც არ ჰყავს ოჯახის წევრები, ცხოვრობს მარტო და არის 70 წელს გადაცილებული, რათა ისინი არ გავიდნენ გარეთ, დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობა”, – განაცხადა ბენიამენ ფალავანდიშვილმა

banner
წინა სტატიაშითერჯოლის საკრებულომ ბონდო სოფრომაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – ჩვენი რეკომენდაციები ეხებათ მორწმუნეებსაც და ათეისტებსაც