თერჯოლის საკრებულომ ბონდო სოფრომაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს, რომელიც გუშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წარადგინა.

ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში – შპს „ივენთ კომპანი“ აღმასრულებელი დირექტორი, 2002- 2005 წლებში კი შპს „მელოდის არტი“ მიმართულების მენეჯერი იყო.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე: საქართველოში ინფიცირებული მედპერსონა გვყავს მხოლოდ ერთი, რომელსაც ასე ვთქვათ, პაციენტისაგან დაინფიცირდა
შემდეგი სტატიასაჩხერის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს პროდუქტები გადასცეს