საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას – ჯიშკარიანი მიხელ სააკაშვილზე

ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარია ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი დასჭირდება. რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ექიმები თანხმდებიან, რომ საერთო სისუსტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის დაესწროს მისივე პროცესს, თუმცა მათივე თქმით, ეს თავად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია:

“ვინაიდან იგი წამებას დაექვემდებარა, შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი იყო, საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და მკურნალობას, მდგომარეობა ჯერჯერობით იმდენად სტაბილური არ არის რომ ზუსტად განვსაზღვროთ გამოცხადდება თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში” ამბობს ჯიშკარიანი.

banner
წინა სტატიაშიყიფშიძე: სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს
შემდეგი სტატია“პრიორიტეტად დავისახე პარლამენტში კონსტრუქციული, ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა”