ყიფშიძე: სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს

მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს – ამ განცხადებას პეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს.

ნიკოლოზ ყიფშიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ მივიდა, რომელიც პაციენტთან შესვლის ნებართვას ელოდება.

მე როგორც ვიცი სახელმწიფო კომისიამ თქვა, რომ მისი დასწრება შესაძლებელია. ლომჯარიას კომისიის დაკვნაც მემგონი იგივეა. ასევე თქვა ცენტრმა “ემპათიამ” გუშინ. მე მისი ბოლო მონაცემები ვნახე დაახლოებით ორი დღის წინ. იმის მერე მე მონაცემები არ მინახია, ვიცი გადმოცემით. ჩემი აზრით, შეძლებს, მაგრამ მაცადეთ ვნახო და მერე გეტყვით, – ამბობს მედიკოსი.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სააკაშვილს ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალება მიეცემა
შემდეგი სტატიასაჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას – ჯიშკარიანი მიხელ სააკაშვილზე