ო’ბრაიენი – ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

როგორც ო’ბრაიენი აღნიშნავს, ინტერვიუში განაცხადა, რომ დგას ქართველი ხალხის გვერდით.

„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მათ ნათლად განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით“, – წერს ო’ბრაიენი.

banner
წინა სტატიაშიკვარაცხელია: არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს!
შემდეგი სტატიაუკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 13 “შაჰიდი” ჩამოაგდეს