საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა-რა ინფრომაციას ავრცელებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

დღეს მედიის მიერ ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად ახალი მწვანე ბანერის დამონტაჟების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის მიღების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა საპატრულო ჯგუფი ადგილზე რეალურ დროში არსებული ვითარების დასადგენად .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია  დაადასტუროს , რომ საბორდერიზაციო ქმედებები გდულეთის მიდამოებში ივნისში მოხდა , მაგრამ არ შეუძლია დაადასტუროს ახალი მწვანე ბანერების და მონტაჟება გასული კვირის განმავლობაში .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა თანახმად , რამდენიმე მწვანე ბანერი დამონტაჟდა ბერშუეთის ( გდულეთის ) მახლობლად 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს, ადგილზე, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ ( თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე ).

მიუხედავად ამისა , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მწვანე ბანერების განთავსება გაუმართლებელია . საბორდერიზაციო ქმედებები ნებისმიერი ფორმით , მათ შორის ასეთი ბანერების განთავსებით , ქმნის დაბრკოლებებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და წლების განმავლობაში აქ მომუშავე ფერმერებს თავიანთი მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევს .

ეს საკითხი შესაძლებელია განხილული იყოს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგ შეხვედრაზე .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს საბორდერიზაციო ქმედებებზე ზედმიწევნით დაკვირვებას.

წყარო

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ჩემი დიდი მხარდამჭერია
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი: არასდროს ჩვენ არ შევეგუებით იმ ისტორიულ უსამართლობას და ვანდალიზმს